მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სიახლეები დანერგა "თიბისიმ" მომხმარებლისთვის?

თიბისი ბანკი

„თიბისის“ მომხმარებლისთვის სიახლეები აქვს. კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე გოგა თხელიძე BMG-სთან აღნიშნავს, რომ ბანკმა რამდენიმე სიახლე დანერგა, რაც მომხმარებელს მათთან კომუნიკაციას გაუმარტივებს.

„გვაქვს რამდენიმე სიახლე. პირველი ეს არის ელექტრონული ხელმოწერა, კლიენტებს ყველა საბანკო პროდუქტზე შეუძლიათ ნებისმიერი ადგილიდან მოაწერონ ხელი და დაასრულონ გარიგება. ასე მათი დრო იზოგება.

მეორე - ვიზასთან ერთად ორი საინტერესო პროექტი დავნერგეთ. ესენია: ბიზნესებისთვის ყველაზე მაღალი კლასის ბარათი, რომელიც არაერთ შეღავათს აძლევს. ასევე - ვიზა კონსიერჟი, ჩვენს მომხმარებელს ნებისმიერ წერტილიდან შეუძლია კონსიერჟის მომსახურების შეკვეთა.

მესამე სიახლე  ფაქტორინგია - ეს ახალია და განვითარების ეტაპზეა. ის დავაინტეგრირეთ ინტერნეტ ბანკში. კლიენტს აქვს საშუალება ერთ ფანჯარაში ნახოს თავისი დავალიანებები, ინვოისები და თვითონვე მოახდინოს დაგეგმვა თუ როდის რას დაფარავს და ბანკთანაც კომუნიკაცია განსაზღვროს“ - ამბობს გოგა თხელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები