TBC-ის გენერალური დირექტორის მოადგილე გადაცემა "ბიზნესისკვირეულში" გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ტურისტულ სეზონს და ტურიზმის ბიზნესების ოპერირებას აჯამებს. როგორც გოგა თხელიძე აღნიშნავს, "თიბისი" აქტიური მხარდამჭერია ტურიზმის.
მისი თქმით, 2023 წელს ტურისტული სეზონის დინამიკა ძალიან ძლიერი იყო, ამ მხრივ კი აღსანიშნავია აჭარა - სადაც ვიზიტორების 40% მოდის.
"ძალიან ძლიერი იყო ტურისტული სეზონის დინამიკა, საქართველოში 77%-ით გაიზარდა, 2022 წელთან შედარებით, ექვსი თვის მონაცემებით, ტურიზმის ბიზნესი. აჭარა კიდევ უფრო ძლიერი იყო, 83%-იანი ზრდა ჰქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტორების 40% მოდის აჭარაზე, ყოველი სამი და მეტი ადამიანი სტუმრობს ამ მხარეს. აჭარის ეკონომიკა არის ძალიან დივერსიფიცირებული, ჩვენი დაკვირვებით არაერთი ბიზნესი დაწინაურდა" - განმარტავს თხელიძე.