მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისის ციფრულ ბანკს ახალი ფუნქციონალი - დამხმარე ღილაკები დაემატა

625fb8d4b9065
BM.GE
20.04.22 11:45
603
მომხმარებლის ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისის ციფრულ ბანკს კიდევ ერთი ახალი ფუნქციონალი - დამხმარე ღილაკები დაემატა. როგორც თიბისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სიახლე მნიშვნელოვნად ამარტივებს ბარათებთან დაკავშირებული საჭირო და ხშირად გამოყენებადი ოპერაციების დისტანციურად შესრულების პროცესს და ზოგავს დროს.

ბარათების ნავიგაციაში დამატებული ახალი ფუნქციონალის გამოყენებით, მომხმარებელს დამხმარე ღილაკებზე ერთი დაწკაპუნებით შეუძლია დაბლოკოს ან გააქტიუროს ბარათი, შეცვალოს პინკოდი, ან აღადგინოს ის, დისტანციურად მოითხოვოს ტრანზაქციების ამონაწერი ან ანგარიშის რეკვიზიტები და სხვა. ყველა ამ ოპერაციის შესრულება უკვე ძალიან მარტივად, კონტაქტ ცენტრში დარეკვის ან ფილიალში ვიზიტის გარეშეა შესაძლებელი.

თიბისის ციფრულ ბანკში სერვისების და პროდუქტების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით სიახლეების დანერგვა მუდმივად გრძელდება. მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის გუნდი მათ კიდევ არაერთ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სიახლეს შესთავაზებს.

(NS)