მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიკარაძე ამბობს, რომ გახარიას დავალებას 72 საათში შეასრულებს

5f5b6c2049e5d
ვიქტორია მღებრიშვილი
11.09.20 16:21
1757
"72 საათის განმავლობაში 3 000 საწოლი გვექნება მზად", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ შესაბამისი დავალება მინისტრმა პრემიერისგან მიიღო. 

მისი თქმით, ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით, დამატებით 2 400 საწოლის მობილიზება მიმდინარეობს.  

„პარალელურად, მიმდინარეობს სასტუმროების მობილიზება. დღეისათვის უკვე 300 საწოლი არის მობილიზებული. ვმუშაობთ,  რომ დამატებით შეიქმნას ასევე მაღალი მოცულობა სასტუმროებში, რათა მოხდეს დროული გადაყვანა კლინიკებიდან იმ პაცინეტების, რომელთა კლინიკური მიმდინარეობა უსიმპტომოა“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ამ ეტაპისთვის სასტუმროებში 70 პაციენტია გადაყვანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები