მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიკარაძე: ფულადი წახალისება 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის ჯერ კიდევ გაზაფხულზე უნდა დაგეგმილიყო

61aa76ea3fa29
თამთა ჯიჯავაძე
03.12.21 23:56
559
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ფულადი წახალისება 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის ჯერ კიდევ გაზაფხულზე უნდა დაგეგმილიყო, რის შედეგადაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

“მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ღონისძიება დაგეგმილიყო არა გვიან შემოდგომით, არამედ გაზაფხულზე, როდესაც ეროვნული კალენდრით ეკუთვნოდათ ვაქცინაცია ამ ადამიანებს. ეს მოგვცემდა საშუალებას, რომ ის ლეტალური შემთხვევები, რომელიც მთელი ეს პერიოდი გვქონდა, თავიდან აგვეცილებინა და ამ ადამიანების საკმაოდ მაღალ რიცხვს გადავარჩენდით.” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, 60 წელს გადაცილებული ყველა ადამიანი, ვინც აიცრება, სახელმწიფოსგან 200 ლარიან დახმარებას მიიღებს.