მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზება აღარ მოხდება - მერიის განმარტება

64a3e1d903827
ინგა მურუსიძე
04.07.23 17:00
577
თბილისის მერმა კახა კალაძემ 2020 წლის ივლისში მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით, აუქციონის გამოცხადება დააანონსა. საკითხში ჩართვა მან თბილისის ვიცემერ ირაკლი ხმალაძეს დაავალა. 2021 წელს ირაკლი ხმალაძე აცხადებდა, რომ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობდა.

თუ რა ეტაპზეა პროექტი დღეს, ამის შესახებ bm.ge-მ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, ირაკლი თავართქილაძეს ჰკითხა. თავართქილაძის თქმით, ეს პროცესი დაწყებული არაა.

„ჩვენ კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროსთან გვქონდა და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შეჩერდეს აღნიშნული პრივატიზება. ვმუშაობთ სხვა მიმართულებაზე, რომ მუნიციპალიტეტმა, ან ჯანდაცვის სამინისტრომ თავად უზრუნველყონ მუნიციპალური პოლიკლინიკების მოდერნიზება, აღჭურვა, გარემონტება და სტანდარტების ამაღლება“, - განაცხადა თავართქილაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები