თბილისში დამატებით 4 კილომეტრი სიგრძის საავტობუსე ზოლი დაიხაზა - ამის შესახებ bm.ge-ის თბილისის მერიაში უთხრეს.
უწყების ცნობით, Busline-ი ამჯერად ბერი გაბრიელ სალოსისა და პეკინის ქუჩებზე დაიხაზა. 4 კილომეტრით დაგრძელების შემდეგ კი, თბილისში ავტობუსის ზოლმა 80 კილომეტრს გადააჭარბა.
"დედაქალაქს დამატებით ოთხ კილომეტრამდე სიგრძის საავტობუსო ზოლი შეემატა. სპეციალურად გამოყოფილი გზასავალი ამჯერად ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირზე დაიხაზა.
ამ დროისთვის, დედაქალაქში დახაზულია 80 კილომეტრზე მეტი სიგრძის საავტობუსო ზოლი. აღნიშნულ ქუჩებზე ხდება ქვეითებისა და არამოტორიზებული ტრანსპორტისთვის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების პირობების შექმნა", - აცხადებენ მერიაში.