"არაერთი ქვეყანა არის მზად, რომ საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ლეგალიზება მოხდეს", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
საქმე ის არის, რომ საქართველოდან გერმანიაში სხვადასხვა სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანების ნაწილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეოკადრები, თუ რამდენად არაჰიგიენურ პირობებში უწევთ ცხოვრება. გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, გადახდილი ხელფასი კონტრაქტით გათვალისწინებულს არ შეესაბამებოდა. გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, აღნიშნული მოქალაქეები სხვა სამუშაო ადგილებზე გადაიყვანეს, თუმცა მათი ნაწილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოს სასამართლოში უჩივლებს.
„გერმანიასთან მიმართებით მნიშვნელოვანია, არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზირება, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც დაიწყო საქართველოს მხრიდან და ჩვენ გვყავს არაერთი პარტნიორი როგორც გერმანიის სახით, ისე ისრაელის და საფრანგეთის სახით.
არის კიდევ სხვა ქვეყნების მზაობა, რომ მოხდეს საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ლეგალიზება. მას შემდეგ, რაც დაფიქსირდა გარკვეული უკმაყოფილება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გერმანელი დამსაქმებლის მიმართ, მყისიერი რეაგირება მოვახდინეთ, დასაქმების სააგენტო დაუკავშირდა გერმანიის დასაქმების სააგენტოს და მოხდა რეაგირებები. ამ ყველაფრის შედეგად დამსაქმებელს დაევალა, რომ გაუმჯობესებულიყო პირობები, ხოლო დასაქმებულებთან მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ მათი უფლებები იყოს სრულად დაცული“, - განაცხადა ტიკარაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო