მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიკარაძე მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში პაციენტის სახლში მკურნალობის შესახებ საუბრობს

5e84d60e98927
თამთა ჯიჯავაძე
01.04.20 21:55
1206
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაში პაციენტის სახლში მკურნალობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ სქემის ამოქმედება ახლავე იგეგმება და უკვე სატესტო რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი, რომელიც 112-ის ბაზაზეა.

„[პროცესში] ჩართულია ოჯახის ექიმები, კერძოდ, 24 კლინიკა საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყოველივე მსგავსი ღონისძიება დაიგეგმოს და გაიმართოს ადრეულ სტადიაზე, ვინაიდან, მაშინ როდესაც საჭიროება დადგება, არ მოხდეს გარკვეული კოლაფსი და ცდომილებები. ეს იქნება გარკვეულწილად ძალაიან დიდი გადაზღვევა. ასევე კულტურული ცვლილება იმასთან დაკავშირებით, რომ პირველივე სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში, ჩვენს პაციენტებს ეცოდინებათ, რომ მათი სოციალური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა არის ის, რომ არ მიაყენონ რისკი არც სხვა მოქალაქეს და არც ექიმს. პირველი სატელეფონო კონსულტაცია გაიარონ ოჯახის ექიმთან და უკვე დეტალური ანამნეზის აკრეფის შემდეგ დაიგეგმება ყოველივე ის ღონისძიება, რომელიც ამ პაციენტს ესაჭიროება. ოჯახის ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას ამ პაციენტის სტაციონაში გადაყვანის საჭიროებაზე თუ ბინაზე მომსახურების საჭიროებაზე და ასევე შემდგომი ტესტირების და კვლევების საჭიროებაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში იქმნება და ნაწილობრივ შექმნილია 25 პირობითად ცხელების ცენტრი. ცხელების ცენტრის ექიმები პაციენტებს თავდაპირველად გაესაუბრებიან ტელეფონით, და შემდეგ გადაწყვეტენ, ისინი დატოვონ სახლში თუ მიიღონ კლინიკაში.