მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიკარაძე საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებაზე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს

5e7f39ea14437
BM.GE
28.03.20 15:49
1114
საქართველოს ყველა რეგიონში იგეგმება კლინიკების ორგანიზება და რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი ზომები მიღებული, რადგან ჩვენ შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დღეს, სოფელ რუხში ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ იგეგმება საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის წესების გამკაცრება ქვეყანაში.

საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 21 მარტს, 1 თვის ვადით არის შემოღებული. 23 მარტიდან კი ბოლნისსა და მარნეულში კი  მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს.