"სამედიცინო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძეს ერთი თვე აქვს იმისთვის, რომ განვითარების გეგმა დადოს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის ჩოგოვაძესთან ერთად პირადად არის ჩართული, რომ განვითარების ეფექტური გეგმა დაისახოს.
„ვმუშაობთ სამედიცინო ჰოლდინგის განვითარების გეგმაზე; ახალი ხელმძღვანელი სულ ორი დღეა დაინიშნა. მას მივეცით გონივრული ვადა, ერთი თვე, იმისთვის, რომ განვითარების გეგმა შეიმუშაოს. პოლიტიკის დეპარტამენტი და პირადად მე ვართ ჩართული ჰოლდინგის განვითარების გეგმაში. ერთი თვის შემდეგ გვექნება საკმაოდ მკაფიო მონახაზი, თუ როგორი იქნება ჰოლდინგის განვითარება. როგორი იქნება ასევე ჩართვა იმ რეგიონული საავადმყოფოების, რომლებიც დღეს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში არიან ჩართულები და ამის შესახებაც მზად ვართ მოგაწოდოთ ინფორმაცია კომიტეტის მოსმენაზე, თუ სხვა ფორმატში, რომელსაც აირჩევთ“, - განაცხადა მინისტრმა.
ტიკარაძის თქმითვე, მომავალში სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს შეუერთდება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო.
"ბაზარზე არსებული 293 კლინიკა ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და ყველა სარგებლობს სახელმწიფო ბიუჯეტით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ რიცხვიდან მხოლოდ 5%-6% არის ის კლინიკები, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნიან. არ მგონია, რომ სახელმწიფო კლინიკების გაერთიანება, მათი ეფექტური მართვა რამე რისკს წარმოადგენს კერძო სექტორისთვის. მე ნამდვილად ვთვლი და აღვნიშნავ, რომ ის პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, კერძო სექტორსა და სახელმწიფო საავადმყოფოებს შორის, არ არის განხილვის საგანი, რადგან ჩვენ არ ვთვლით, რომ უნდა არსებობდეს მხოლოდ მართვის ერთი ტიპი. პირიქით, მრავალი ტიპი მოგვცემს შესაძლებლობას დავინახოთ, თუ რა შესაძლებლობა შეიძლება გამოიკვეთოს ამა თუ იმ მოდელისთვის და მით უმეტეს ჯანდაცვაში, რომელიც მუდმივად განვითარებადია და განვითარებული ქვეყნებიც კი ვერ ახერხებენ უცებ ჩამოყალიბდნენ, თუ რომელი სამედიცინო მოდელი, დაზღვევა და მართვის ტიპი არის უნივერსალური“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრს არ აქვს მოლოდინი, რომ საქართველო დადებს მზა რეცეპტს და ფიქრობს, რომ ეს არის მუდმივი ძიების და განახლების პროცესი.
ტიკარაძე ამბობს, რომ გადაცდომებზე თვალის დახუჭვა შეცდომა იქნება და ზოგ შემთხვევაში სექტორში რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებაც საჭიროა.
შეგახსენებთ: გიორგი ჩოგოვაძე საქართველოს აეროპოტების გაერთიანების დირექტორი 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით იყო. 2019 წლამდე მას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა. ჩოგოვაძე ამ თანამდებობაზე მარიამ ქვრივიშვილმა ჩაანაცვლა.
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის შექმნის იდეა ეკატერინე ტიკარაძის მინისტრობის დროს გააქტიურდა. პირველ ეტაპზე ჰოლდინგში 3 სახელმწიფო კლინიკა: "რესპუბლიკური საავადმყოფო," "ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო," და "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი” გაერთიანდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება