მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანა ვაქცინის პირველ პარტიას თებერვლის ბოლოს ელოდება

600fe1f6f04be
BM.GE
26.01.21 13:49
687
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო COVID-19-ის ვაქცინების პირველ პარტიას თებერვლის ბოლოს მიიღებს. ამასთან, ეს ვაქცინები, პირველ რიგში, სამედიცინო დაწესებულებების პერსონალისთვის იქნება განკუთვნილი. ის ამბობს, რომ "მოსახლეობის 60%-მდე მოცვაზე გასვლა შემოდგომის შუა პერიოდისთვის იგეგმება". 

"ვაქცინას ველოდებით თებერვლის ბოლოს. ჩვენ უკვე დავაგზავნეთ ყველა კლინიკაში მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მოგვაწოდონ სია ყველა იმ თანამშრომლის, რომელიც მუშაობს სამედიცინო დაწესებულებებში, რათა ორგანიზებულად წარიმართოს ვაქცინაცია. 

სრულწლოვანი მოსახლეობის 60% ანუ 1.7 მილიონი ადამიანი არის მაჩვენებელი, რომელიც მნიშვნელოვნად აისახება ეკონომიკური საქმიანობის გაზრდაში. შემუშავებული არის გეგმა სტრატეგიული კომუნიკაციის. ამასთან, დაკავშირებით ჩვენი უწყება სხვა უწყებებთან ერთად იმუშავებს საინფორმაციო მაუწყებლებთან ერთად საინფორმაციო კამპანიის კუთხით. ვაქცინაციის დროს გამოვლენილი ძალიან მცირე გვერდითი მოვლენები გაზრდის ნდობას ვაქცინის მიმართ. ამ შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული ვართ შემოდგომის პირველი ნახევრისთვის. 

"ფაიზერის" გარდა ჩვენ ველოდებით "ასტრაზენეკას" ვაქცინას ნახევარ მილიონ დოზას. პირველ კვარტალში ველოდებით "ასტრაზენეკას", - განაცხადა მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრმა დღესვე განაცხადა ისიც, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევებით მოსახლეობის 42% უარს აცხადებს ვაქცინის გაკეთებაზე, შესაბამისად, სამინისტრო ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის სპეციალურ საინფორმაციო კამპანიას წარმართავს.