04.ივლისი .2020 10:35

“თითქოს მარტო გამყიდველია, მყიდველი აღარავინ არის”, - ხორცის რეალიზატორი

views 2444
უკან

"ხორცის რეალიზაცია 80%-ით შეგვიმცირდა", - ამის შესახებ BM.GE-სთან ფერმერმა გურამ მანგოშვილმა განაცხადა. როგორც მანგოშვილი ამბობს, იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონებში დღემდე ვერ მოახერხეს რესტორნებმა და საბანკეტო დარბაზებმა გახსნა, ხორცის რეალიზაცია შემცირებულია.

მისი განმარტებით, სიღნაღში, სადაც ფერმერი პანდემიამდე ხორცის რეალიზაციას ახორციელებდა, ხორცის ფასის შემცირებულია, თუმცა ამის მიუხედავად მოთხოვნა არ გაზრდილა.

"ხორცის რეალიზაცია 80%-ით შეგვიმცირდა. მე კახეთში ვაწარმოებ ხორცს და სიღნაღის რესტორნებს ვამარაგებ, თუმცა გაჩერებულია როგორც რესტორნები, ისე საბანკეტო დარბაზები. ახლა დარჩენილი გვაქვს ერთ მაღაზია, რომლითაც ვღებულობთ მცირედ შემოსავალს. შედარებისთვის, თუ დღეში 100 კილოგრამი გავყიდეთ, ეგ არის ჩვენი შემოსავალი. გაიაფდა საქონლის ფასი, მოთხოვნა რომ არ არის, ხორციც გაიაფებულია ჩვენთან. გვჭირდება ის, რომ საზღვრები გაიხსნას, რომ შევძლოთ საქონლის გატანა საზღვარგარეთ, ფული საერთოდ აღარ ტრიალებს. თითქოს მარტო გამყიდველია, მყიდველი აღარავინ არის. სოფლის მეურნეობა არის ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, თუ სოფლის მეურნეობა არ იქნება, ჩაკვდება მესაქონლეობაც, კატასტროფულ მდგომარეობამდე მივალთ. სახელმწიფოს ვთხოვთ, რომ ხელი შეუწყონ ამ დარბაზებს, რესტორნებს, რომ ჩვენც რეალიზაცია მოვახერხოთ", - ამბობს ფერმერი გურამ მანგოშვილი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა