მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტოკიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 400-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

5f2410db82dfb
ნათია თაქთაქიშვილი
31.07.20 20:20
931
ტოკიოში უკვე მეორე დღეა COVID-19-ის 400-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს .

გამოცემის მიხედვით, იაპონიის დედაქალაქში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის 463 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევების უმეტესობა 20-დან 30-წლამდე ადამიანებში ფიქსირდება.

საერთო ჯამში, ივლისის თვეში ტოკიოში COVID-19-ის 6 466 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, რაც ექვსჯერ მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.