მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2019 წელს კერძო სადაზღვევო სექტორის მიერ 520 მლნ ლარი არის ანაზღაურებული – "ჯიპიაი ჰოლდინგი"

5fafcdf6a1bab
ინგა მურუსიძე
14.11.20 17:38
1439
2019 წელს ჯამში 520 მლნ ლარი არის ანაზღაურებული სადაზღვევო სექტორის მიერ, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ კომუნიკაციების დირექტორმა, თინათინ სტამბოლიშვილმა გადაცემა BMGDRIVE-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ჯამში 2019 წელს 520 მლნ არის ანაზღაურებული სადაზეღვევო სექტორის მიერ, აქედან 300 მლნ არის ჯანმრთელობის დაზღვევით მომსახურების დაფინანსება და არა სიცოცხლის, ავტომობილების, ქონების და ა.შ. 250 მლნ არის დაზღვევით ადამიანებისთვის გადაცემული კომპენსაცია.

ამ სექტორში სადღაც 10 ათასი ადამიანი არის დასაქმებული. საკმაოდ დიდი, ინსტიტუციური სექტორია. რეგიონში სწორედ საბანკო და სადაზღვევო სექტორით გამოვირჩევით“, - განაცხადა სტამბოლიშვილმა.

გარდა ამისა, „ჯიპიაი ჰოლდინგში“ რეფორმების აუცილებლობას უსვამენ ხაზს, მათ შორის რეფორმაზე, რომელიც ავტომფლობელების პასუხისმგებლობის დაზღვევას ეხება.

„მილიონზე მეტი ავტომობილია დარეგისტრირებული ქვეყანაში და ამ წუთას დაზღვეულია ავტომობილების 8%-მდე. რეფორმის შედეგად, საუბარია იმაზე, რომ ავტოავარიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს კომპენსაცია მისცეს კერძო სადაზღვევო კომპანიამ და თუნდაც ჯანმრთელობის ხარჯები არ გაიღოს სახელმწიფომ.

ეს რამდენიმე მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვნი, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების ზრდას სადაზღვევო სექტორში და ასევე გაზრდის ინვესტიციების შემოდინებას. „ვენის სადაზღვევო ჯგუფმა“ გადაწყვიტა ინვესტიცია ჩაედო. თითქმის მზად არის კანონპროექტი და გაჩერდა. შევაჩერეთ ინფრასტრუქტურის განხორციელებაც, გავაჩერეთ ადამიანების აყვანა, რადგან არაპროგნოზირებადი გარემოა“, - აღნიშნა სტამბოლიშვილმა.