მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP 10 პროდუქტი, რომელიც 2020 ყველაზე მეტად გაძვირდა/გაიაფდა

5ff3037d29c51
ირაკლი მაკალათია
04.01.21 16:10
7303
საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 2,4% შეადგინა. ტრადიციულად, გთავაზობთ TOP-10 პროდუქტს, რომელზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2020 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით.

1. ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - ფასი გაიზარდა 42,8%-ით;
2. მზესუმზირის ზეთი - 42,0%-ით;
3. წიწიბურა - 37,6%-ით;
4. სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – 31,8;
5. ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 31,8;
6. კაცის საშინაო ფეხსაცმელი - 31,3;
7. ლობიო ხმელი - 30,6;
8. მშრალი ბატარეა - 29,8;
9. ბავშვის სპორტული ფეხსაცმელი - 28,1;
10. მწვანე ლობიო - 26,9.

რაც შეეხება TOP-10 პროდუქტს, რომელიც საქსტატის მიხედვით, ყველაზე მეტად გაიაფდა 2020 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით - ათეული ასეთია:

1. ბუნებრივი გაზის გადასახდელი- ფასი შემცირდა 37,4%-ით;
2. წყლის გადასახდელი - (-36,5)%-ით;
3. ნაგვის გატანის გადასახდელი - (- 36,5)%-ით;
4. ელექტროენერგიის გადასახდელი - (- 36,5)%-ით;
5. თვითმფრინავით მგზავრობა - (- 32,7)%-ით;
6. ქალის საზაფხულო ფეხსაცმელი - (- 21,0)%-ით;
7. ქლიავი - (- 19,3)%-ით;
8. ტურისტული მოგზაურობა ქვეყნის გარეთ - (- 18,9)%-ით;
9. ჭარხალი - (- 18,6)%-ით;
10. ატამი - (- 14,9)%-ით.

კომუნალურ გადასახადებზე ფასების კლება გამოწვეულია „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების“ ძალაში შესვლით.

სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტებიდან, გასულ წელს ინფლაციის მაქსიმალურ მნიშვნელობას ნიორმა მიაღწია, რომელიც აპრილში 318,4%-ით გაიზარდა. ყველაზე ხშირად გაძვირებულ პროდუქტად ნიორთან (იანვარი-მაისი) ერთად წიწიბურა გვხვდებოდა (ივნისი-ნოემბერი), ხოლო დეკემბერში ყველაზე მეტად ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი გაძვირდა.

რაც შეეხება თვეების მიხედვით, ინფლაციის მაჩვენებელს. გთავაზობთ TOP-10 პროდუქტს, რომლებიც 2020 წლის დეკემბერში 2020 წლის იანვართან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:

1. წიწიბურას ფასი 2020 წლის დეკემბერში იანვართან შედარებით გაიზარდა 43,6%-ით;
2. მზესუმზირის ზეთი - 40,8%-ით;
3. ქორწინების - 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 37,9%-ით;
4. კაცის საშინაო ფეხსაცმელი - 31,6%-ით;
5. სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) - 31,3%-ით;
6. ლობიო ხმელი - 30,6%-ით;
7. მშრალი ბატარეა -30,2%-ით;
8. ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 29,3%-ით;
9. ბავშვის სპორტული ფეხსაცმელი - 26,9%-ით;
10. მღებავის მომსახურება - 26,8%-ით;