ტურიზმი მსოფლიოს ქვეყნებში ეკონომიკის მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს. ქვეყნები, რომლებიც შეიძლება გახდნენ ტურისტების ინტერესის ობიექტი, ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოიზიდონ და გაზარდონ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) 2019 წლის ანგარიშში მოცემულია 2018 წლის შემაჯამებელი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც წარმოგიდგენთ ქვეყნების 2 რეიტინგს, ტურისტების ვიზიტებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.
ტოპ 10 ქვეყანა ტურისტების ვიზიტის მიხედვით, 2018 წ.
10. გაერთიანებული სამეფო - 36 მილიონი ტურისტი
9. ტაილანდი - 38 მილიონი ტურისტი
8. გერმანია - 39 მილიონი ტურისტი
7. მექსიკა - 41 მილიონი ტურისტი
6. თურქეთი - 46 მილიონი ტურისტი
5. იტალია - 62 მილიონი ტურისტი
4. ჩინეთი - 63 მილიონი ტურისტი
3. აშშ - 80 მილიონი ტურისტი
2. ესპანეთი - 83 მილიონი ტურისტი
1. საფრანგეთი - 89 მილიონი ტურისტი
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მსოფლიო მოგზაურების დაახლოებით 40%, სწორედ ჩამოთვლილ 10 ქვეყანაზე მოდის.
ტოპ 10 ქვეყანა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით, 2018 წ.
10. ჩინეთი - 40 მილიარდი აშშ დოლარი
9. იაპონია - 41 მილიარდი აშშ დოლარი
8. გერმანია - 43 მილიარდი აშშ დოლარი
7. ავსტრალია - 45 მილიარდი აშშ დოლარი
6. იტალია - 49 მილიარდი აშშ დოლარი
5. გაერთიანებული სამეფო - 52 მილიარდი აშშ დოლარი
4. ტაილანდი - 63 მილიარდი აშშ დოლარი
3. საფრანგეთი - 67 მილიარდი აშშ დოლარი
2. ესპანეთი - 74 მილიარდი აშშ დოლარი
1. აშშ - 214 მილიარდი აშშ დოლარი
მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების დაახლოებით ნახევარი აღნიშნულ 10 ქვეყანაზე მოდის. ამასთან როგორც ვხედავთ, იმ 10 ქვეყნიდან, სადაც ყველაზე მეტი იყო ვიზიტორი, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების რეიტინგში 8 ქვეყანა მოხვდა. (რეიტინგში მოხვდნენ იაპონია და ავსტრალია), ამასთან უნდა აღინიშნოს ის, რომ ავსტრალიამ და ლუქსემბურგმა ერთ ტურისტზე საშუალოდ 4 900 აშშ დოლარი გამოიმუშავეს, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
არავისთვის გასაკვირი არ იქნება თუ დავასახელებთ, რომ საერთაშორისო მოგზაურთა 51% ევროპის კონტინენტზე მოდის, აზიასა და ოკეანეთის ქვეყნებზე 25%, ამერიკის კონტინენტზე 15%, აფრიკაზე 5%, შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში 4%. ცხადია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც ევროპაში ყველაზე მაღალია (39% მთლიანი ტურიზმის შემოსავლებიდან), ხოლო ყველაზე მცირე აფრიკაში (3% მთლიანი ტურიზმის შემოსავლებიდან.
ტურისტული მიზნების მიხედვით პირველ ადგილზე დგას: დასვენება და გართობა (56%); სამედიცინო და რელიგიური მიზნები (27%); ბიზნესი და საქმიანი შეხვედრები (13%); სხვა დაუკონკრეტებელი მიზნები (4%).
ტრანსპორტირების სახეებით მიხედვით: საჰაერო (58%); სახმელეთო (37%); საზღვაო (4%) და სარკინიგზო (2%).
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ