მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფულადი გზავნილები 44%-ით შემცირდა - რომელი ქვეყნებიდან გადმორიცხეს ოქტომბერში თანხა საქართველოში?

ფულადი გზავნილები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულადი გზავნილების ოქტომბრის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად გასული თვის განმავლობაში საქართველოში 283.0 მლნ აშშ დოლარი (761.5 მლნ ლარი) გადმოირიცხა, რაც 43.6%-ით (219.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

კლება ძირითადად დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციიდან შემოსული პირების გზავნილებთან. თუკი 2022 წლის ოქტომბერში ოკუპანტი ქვეყნიდან საქართველოში 295 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, წელს ეს თანხა 61.8 მილიონი დოლარია, რაც 79%-იან ვარდნას წარმოადგენს.

სანაცვლოდ გაზრდილია გადმორიცხვები იტალიიდან, აშშ-დან საბერძნეთიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან საიდანაც გზავნილები ძირითადად საქართველოდან ემიგრირებული დასაქმებული პირების გადმორიცხვებს წარმოადგენს.

ფულადი გზავნილების პირველი ოცეული 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით:

1) რუსეთის ფედერაცია - 61.8 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -79%
2) იტალია - 42.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 19%
3) აშშ - 41.7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 39%
4) საბერძნეთი - 21.2 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 11%
5) გერმანია - 20.2 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 31%
6) ისრაელი - 17.2 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 4%
7) ყაზახეთი - 16.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 98%
8) თურქეთი - 8.4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -5%
9) ესპანეთი - 4.8 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 12%
10) აზერბაიჯანი - 4.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 4%
11) საფრანგეთი - 4.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 12%
12) ირლანდია - 4.3 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 70%
13) გაერთიანებული სამეფო - 3.9 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -9%
14) ყირგიზეთი - 3.4 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -79%
15) პოლონეთი - 2.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1%
16) კანადა - 2.4 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 23%
17) ერაყი - 2.2 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 420%
18) კვიპროსი - 1.7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 12%
19) არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1.6 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 11%
20) სომხეთი - 1.5 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -70%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები