ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 290.6 მლნ აშშ დოლარი (784.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 0.3%-ით (0.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2023 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ფულადი გზავნილების მიხედვით, #1 პოზიცია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიკავა, რაც საქართველოდან აშშ-ში ემიგრაციის მზარდი ტრენდის შედეგია, ამ მხრივ აშშ-მა უკვე რამდენიმე თვეა მთავარი პოზიცია დაიკავა. მეორე ადგილზეა იტალია, ხოლო მესამეზე რუსეთის ფედერაცია, საიდანაც გზავნილები წლიურად 30%-ით შემცირდა, რაც საქართველოში რუსი მიგრანტების ეკონომიკური ეფექტის შემცირებასთან არის დაკავშირებული.
ფულადი გზავნილები 2024 წლის აგვისტოში - ტოპ 20 ქვეყანა:
| # | ქვეყანა | მილიონი დოლარი | ზრდა/კლება წინა წელთან |
| 1 | აშშ | 51 | 25% |
| 2 | იტალია | 49 | 8% |
| 3 | რუსეთის ფედერაცია | 43 | -30% |
| 4 | გერმანია | 25 | 22% |
| 5 | საბერძნეთი | 22 | 10% |
| 6 | ისრაელი | 20 | 18% |
| 7 | ყაზახეთი | 9 | -52% |
| 8 | თურქეთი | 8.7 | -5% |
| 9 | ყირგიზეთი | 7.9 | 62% |
| 10 | ესპანეთი | 7.6 | 21% |
| 11 | ირლანდია | 5.8 | 26% |
| 12 | გაერთიანებული სამეფო | 5.8 | 20% |
| 13 | საფრანგეთი | 5.6 | 15% |
| 14 | აზერბაიჯანი | 3.5 | -12% |
| 15 | პოლონეთი | 3.2 | 13% |
| 16 | კანადა | 1.9 | -18% |
| 17 | არაბთა გაერთიანებული საამიროები | 1.5 | 15% |
| 18 | კვიპროსი | 1.5 | -1% |
| 19 | ნიდერლანდები | 1.5 | 13% |
| 20 | ბელგია | 1.3 | 2% |



























