მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TOP-5 კომპანია, რომელთა მოგებაც პანდემიის მიუხედავად ყველაზე მეტად გაიზარდა

608fc1e2d2bab
ნათია თაქთაქიშვილი
03.05.21 16:00
1010
ანალიტიკური პლატფორმა Statista იმ კომპანიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელთა მოგებაც ყველაზე მეტად გაიზარდა 2021 წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

აღნიშნულ პერიოდში ყველაზე დიდი ზრდა Amazon-ს უფიქსირდება, ონლაინ საცალო გაყიდვების პლატფორმის მოგება 220%-ით გაიზარდა. 

ანალიტიკური პლატფორმა წერს, რომ TOP-5 კომპანიაში მოხვდნენ Alphabet-ი, Microsoft-ი და Facebook-ი.

TOP-5 კომპანია, რომელთა მოგებაც ყველაზე მეტად გაიზარდა პროცენტულად:

1. Amazon - 220%-იანი ზრდა

2. Alphabet- 162%-იანი ზრდა

3. Apple- 110%-იანი ზრდა

4. Facebook- 94%-იანი ზრდა

5. Microsoft- 44%-იანი ზრდა

TOP-5 კომპანია, რომლებმაც ყველაზე მეტი მოგება მიიღო 2021 წლის პირველი კვარტალში:

1. Apple – 23.6 მილიარდი აშშ დოლარი (2020 – 11.2 მილიარდი აშშ დოლარი);

2. Alphabet – 17.9 მილიარდი აშშ დოლარი (2020 - 6.8 მილიარდი აშშ დოლარი);

3. Microsoft – 15.5 მილიარდი აშშ დოლარი (2020 – 10.8 მილიარდი აშშ დოლარი);

4. Facebook – 9.5 მილიარდი აშშ დოლარი (2020 – 4.9 მილიარდი აშშ დოლარი);

5. Amazon – 8.1 მილიარდი აშშ დოლარი (2020 –2.5 მილიარდი აშშ დოლარი);