მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თორნიკე რიჟვაძე UAE-ს ეკონომიკის მინისტრს შეხვდა - მხარეებმა ინვესტიციების პერსპექტივები განიხილეს

6451008a6ac10
BM.GE
02.05.23 16:25
456
თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალი ალ საიღის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, ინვესტიციების მიმართულებით.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

"საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგი მაღალ ნიშნულზეა, რასაც მოწმობს ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტები ორ ქვეყანას შორის.

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს გაუსვა ხაზი.

შეხვედრაზე ერთობლივი პროექტების განხორციელება და ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე ესწრებოდნენ", - იტყობინება აჭარის მთავრობა.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ FLY DUBAI-ს და Flynas-ის ხელმძღვანელ პირებთანაც გამართა შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში ბათუმი დუბაის მიმართულებით რეისების დამატებისა და პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობები განიხილეს. ავიაკომპანიებმა გამოთქვეს მზადყოფნა ფრენების სიხშირის გაზრდასთან და ეტაპობრივად, არასაზღვაო ტურისტულ სეზონზე, დამატებითი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით. 2023 წლის ზაფხულში ბათუმი-დუბაის მიმართულებით რეისებს განახორციელებს Flynas, 25 ივნისიდან დაემატება FLY DUBAI-ს რეისები.

შეგახსენებთ, 1-4 მაისს დუბაიში იმართება ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენა, სადაც 150 ქვეყანასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სხვადასხვა ქართული ტურისტული კომპანიის გვერდითაა წარმოდგენილი.