მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტრამპი შენგენის ზონასთან საჰაერო მიმოსვლას წყვეტს

5e69c7747b87c
BM.GE
12.03.20 09:14
1439
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა. კორონავირუსის რისკის გამო, აშშ ევროპასთან - კონკრეტულად კი შენგენის ზონაში შემავალ ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლას აჩერებს. 

შეზღუდვა ამ ქვეყნების მოქალაქეებს ეხებათ, იქ მაცხოვრებელ აშშ-ის მოქალაქეებს ქვეყანაში დაბრუნებისთვის შეზღუდვები არ უწესდებათ. 

"ჩვენ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში კრიტიკულ ვითარებაში ვიმყოფებით. ჩვენ ეს ზომა თავდაპირველად მივიღეთ ჩინეთთან მიმართებით, ახლა ჩვენ უნდა გავაკეთოთ იგივე ევროპასთან მიმართებითაც. ჩვენ ამას არ გადავდებთ. მე არ ვიყოყმანებ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვისკენ არის მიმართული,"- განაცხადა ტრამპმა. 

პრეზიდენტის გამოსვლაში საუბარი იყო მთელს ევროპაზე, თუმცა, როგორც მალევე თეთრმა სახლმა განმარტა, საუბარი არის შენგენის ზონაზე. ასევე ტრამპმა ახსენა შეზღუდვა ტვირთებთან მიმართებით, თუმცა, ამასთან მიმართებითაც თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ამ ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა შენარჩუნდება. 

შეზღუდვები დიდ ბრიტანეთზე არ გავრცელდება. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი უკვე პანდემიად გამოაცხადა. ამასთან, WHO-მ მიუთითა, რომ ვითარება ცალკეული ქვეყნების "უმოქმედობის" შედეგად დამძიმდა.