მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტრანსპორტი ხალხს ფიზიკურად არ ჰყოფნის” - ირაკლი იზორია

6272ad763e16f
მარიამ ადამია
04.05.22 21:55
3885
ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის, ირაკლი იზორიას განცხადებით, პარკირების რეფორმა მისასალმებელია, თუმცა მას გაგრძელება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით მაქსიმალურად დახვეწა სჭირდება.

ირაკლი იზორიამ პარკირებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრანსპორტის და ურბანული პოლიტიკის განვითარება უნდა მოხდეს იმ თანამედროვე მიდგომების მიხედვით, რომლებიც განვითარებულ ქვეყნებშია.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქვეყანაში იმდენად კომფორტული უნდა იყოს, რომ ადამიანებს პირადი ავტომობილით გადაადგილების სურვილი აღარ გაუჩნდეთ. ამისთვის, პირველ რიგში, იმ 10 დერეფნების დამატებაა საჭირო, რომელიც მერიამ დაანონსა. ეს იქნება სატრანზიტო მაგისტრალები, სადაც 18-მეტრიანი ავტობუსები ივლის და ფაქტობრივად, ტრამვაის ფუნქციას შეასრულებს, რაც პიკის საათებში გადაადგილების პრობლემას გადაჭრის და მგზავრებს აღარ მოუწევთ ტრანსპორტისთვის 40-50 წუთი ლოდინი. ტრანსპორტი ხალხს ფიზიკურად არ ჰყოფნის,”- ამბობს იზორია.

მისივე თქმით, სატრანსპორტო მიმართულების დასახვეწად, აუცილებლია, რეფორმა ბოლომდე გატარდეს, 10 დერეფანი გაკეთდეს და საავტობუსე ზოლები განვითარდეს.

“2 000 ავტობუსი რომ შემოვიყვანოთ, თუ საავატობუსე ზოლები არ გვექნება, ეს ავტობუსები მაინც საცობებში იდგებიან,” - აღნიშნა ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა.

ცნობისთვის, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, პარკირების წესებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები იცვლება. პირველი არის ის, რომ თუ ფეხით მოსიარულეთა ტროტუარებზე ავტომობილი იქნება დაპარკინგებული, სადგომზე მისი დაუყოვნებლივ გადაყვანა მოხდება.

რაც შეეხება მეორე ინიციატივას – მუნიციპალიტეტს უფლება მიეცემა, განსაზღვროს, ავტობუსის ზოლებში სად გადაჭრას ტაქსიმ ადგილი. ესეც გამომდინარეობს იქიდან, რომ დღესდღეობით ტაქსის მძღოლებს არ აქვთ უფლება, ავტობუსის ზოლი გადაკვეთონ. ამ შემთხვევაში ჯარიმდებიან.

მესამე მიმართულება კი –  პარკირების წესებია, ანუ ველობილიკზე, შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე, ან ტაქსის პარკირების ადგილზე დაპარკინგების ჯარიმა 100 ლარი იქნება, ნაცვლად დღეს არსებული 50 ლარისა.