მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ ადეკვატური საინფორმაციო კამპანიის შემდეგ მოსახლეობა არ აიცრება, სავალდებულოობაზე ვიფიქროთ"

60ef185aa94d9
ინგა მურუსიძე
15.07.21 00:13
1495
ჯანდაცვის სპეციალისტი ანი ქავთარაძე მიიჩნევს, რომ ექიმების ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს. როგორც მან bm.ge-ს უთხრა, სამწუხაროა, მაგრამ მედიკოსებში აქტივობა ძალიან დაბალია.

„ვფიქრობ, რისკ-ფაქტორებიდან გამომდინარე, პირველ რიგში მედპერსონალისთვის უნდა გახდეს ვაქცინაცია სავალდებულო”, - განაცხადა ქავთარაძემ.

რაც შეეხება კერძო პირებს, როგორც ის ამბობს, პასუხისმგებლობა მაღალი უნდა იყოს მოქალაქეებში, თუმცა სახელმწიფომ პირველ რიგში უნდა უზრუნველყოს მათი სწორი ინფორმირება.

„გამომდინარე იქიდან, რომ არაადეკვატურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია და საკმარისი ინფორმაცია არ მიეწოდა მოქალაქეებს, ისეთ ჭრილში განხილვა, რომ სახელმწიფო არ უნდა ანაზღაურებდეს აუცრელი მოქალაქეების ჰოსპიტალიზაციას, არასწორია. ვფიქრობ, პირველ რიგში საინფორმაციო კამპანია უნდა გააქტიურდეს. უნდა აჩვენონ მედიკოსებმა მაგალითი მოქალაქეებს და შემდეგ უნდა დადგეს სხვა საკითხები. თუ ჩავატარებთ ადეკვატურ საინფორმაციო კამპანიას, მედიკოსები აიცრებიან და ამის შემდეგ მოსახლეობა კვლავ უარს იტყვის აცრაზე, აი მაშინ შეგვიძლია საყოველთაო სავალდებულოობაზე ვიფიქროთ“, - ამბობს ქავთარაძე.

რაც შეეხება დამსაქმებლების როლს, ანა ქავთარაძე ამბობს, რომ დამსაქმებლებს და განსაკუთრებით კლინიკებს შეუძლიათ, თავიანთ თანამშრომლებს დაავალდებულოს ვაქცინაცია.

„ქვეყნები, რომლებმაც ვაქცინაცია სავალდებულო გახადეს, ჩაატარეს ძალიან დიდი საინფორმაციო კამპანია და ჩვენ გვინდა, რომ ადამიანები ადგნენ და თავიანთი ინიციატივით აიცრან? ის ადამიანებიც, ვინც ახლა იცრებიან, იმის დამსახურებაა, რომ დამოუკიდებლად ვცადეთ, ეს კამპანია სახელმწიფოს ნაცვლად გვეტვირთა. ამიტომ ძალიან რთულია ადამიანები დავავალდებულოთ. ჯერ მივაწოდოთ ინფორმაცია და შემდეგ უნდა ჩავრთოთ „იძულებითი“ მეთოდები იმისთვის, რომ ადამიანები მივიდნენ ვაქცინაციამდე“, - ამბობს ქავთარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები