საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, გარკვეულ პროდუქტებზე ფასების შემცირების ტენდენცია უკვე დაწყებულია. ამის შესახებ მან "რუსთავი2-ის ეთერში განაცხადა.
ლევან დავითაშვილმა აღნიშნულის მაგალითად, ფასდაკლებები დაასახელა, რომელიც მაღაზიების მიერ სხვადასხვა აქციების ფარგლებშია გამოცხადებული. მისივე თქმით, სურსათზე ფასების შემცირების ტენდენცია FAO-ს ინდექსშიც დაფიქსირდა, რაც უკვე დახლზე ფასებზეც უნდა აისახოს.
„ეს არის ორი პარალელური პროცესი რომელიც მიმდინარეობს, ერთია საკანონმდებლო დონეზე, რომელიც სამართლიან კონკურენტულ გარემოს შექმნის და რამდენიმე თვეს წაიღებს. ამ საკანონმდებლო გარემოს შექმნაზე იმუშავებს ჩვენი სამინისტრო და უახლოეს ხანებში წარედგინება პარლამენტს. იმედია, საგაზაფხულო სესიაზე ამას მოვახერხებთ. საბოლოოდ ისეთ კანონმდებლობას მივიღებთ, რომელიც ევრო დირექტივასთან თანხვედრაში იქნება.
მეორე მნიშვნელოვანი პროცესი კი მყისიერ შედეგს მოიტანს და მოაქვს, - ეს არის დიალოგი იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და საცალო ქსელებთან, რომ სურსათის და პირველადი მოხმარების ფასების შემცირება მოხდეს. ეს პროცესუ უკვე დაწყებულია, თუ დავაკვირდებით რიგ პროდუქტებზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებებია გამოცხადებული ქსელების მიერ სხვადასხვა აქციების ფარგლებში და ეს ტენდენცია რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. ასევე FAO-ს ინდექსით ბოლოს სურსათზე ფასები შემცირებული იყო და ეს უკვე დახლზე ფასებზე უნდა აისახოს“, - განაცხადა მან.
კითხვაზე, - პროდუქტების გაიაფების რა პროცენტს ვარაუდობს მინისტრი, - ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ნიშვნელოვანია, პროდუქტებზე ფასი ოპტიმალური იყოს.
„კონკრეტულ ფასს ვერ განვსაზღვრავთ. ფასები დინამიკაში იცვლება. ჩვენ გვინდა კონკურენციის ისეთი გარემო შევქმნათ, რომელიც ოპტიმალურ ფასს დააწესებს, რაც ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვას ემსახურება. ფასები გაიაფდება იმდენად რამდენადაც ამის შესაძლებლობა იქნება“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორი კვირის წინ განაცხადა, რომ მთავრობა ბაზარზე სურსათის ფასების შემცირებისთვის ნაბიჯებს გადადგამდა. პრემიერმა ბიზნესები შეუსაბამოდ მაღალი ფასნამატისთვის გააკრიტიკა. საკითხზე კონკურენციის სააგენტომაც მოამზადა მოკვლევა, რომლის მიხედვითაც დისტრიბუციიდან საცალო მომხმარებლამდე მიღწევისთვის სასურსათო პროდუქტების ფასნამატი ხშირად 60%-80%-ის ფარგლებში იყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ფასების “რეგულირებისთვის” ახალი კანონპროექტის შემუშავება დაავალა, რისთვისაც უწყებამ რიტეილ სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან გამართა შეხვედრები. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საკითხის “მოგვარებას” ხელისუფლება გეგმავს კანონპროექტით, რომელიც ევროკავშირის მიერ 2019 წელს მიღებული დირექტივის (DIRECTIVE (EU) 2019/633) შესაბამისი უნდა იყოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი