მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სტარტაპ ეკოსისტემა დინამიკურად განვითარებას ხელს სახელმწიფო პოლიტიკაც უწყობს“ - დავითაშვილი

649d90c473d42
ვიქტორია მღებრიშვილი
29.06.23 18:28
419
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა მინისტრის განცხადებით, საქართველო და რეგიონი გლობალური ინოვაციების რუკაზე სწრაფად ჩნდება. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა 500 Georgia სტარტაპის მეოთხე ნაკადის Demo დღის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილე სტარტაპები წარმოადგენენ უახლეს იდეებსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აყალიბებენ ჩვენი საზოგადოების მომავალს. ამასთან, ისინი მოწმობენ ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში არსებული უზარმაზარი პოტენციალის შესახებ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 500 Georgia Acceleration Program მიზნად ისახავს, უზრუნველყოს საჭირო რესურსები, ხელმძღვანელობა და მხარდაჭერა ჩვენი ტექნიკური მეწარმეების სრული პოტენციალის გამოსავლენად.

500 Global გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც 2.5 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. საქართველოს ბანკს, 500 Global-სა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის გაფორმებული ოთხწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, 500 Georgia სტარტაპებს წელიწადში ორჯერ გადაამზადებს.

500 Georgia-ს 12-კვირიანი ინტენსიური აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, სტარტაპები მენტორებთან ერთად ბიზნესის ზრდის, ფონდების მოზიდვისა და ბაზარზე მასშტაბირების სტრატეგიების შექმნაზე მუშაობდნენ. ამ პერიოდში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ მომავალში ბიზნესის წარმართვის პროცესში დაეხმარება. დღეს კი Demo Day-ზე 12-მა სტარტაპმა საკუთარი ბიზნესი ეკოსისტემის წამყვან სტეიკჰოლდერებს, VC ეკოსისტემის ადგილობრივ და საერთაშორისო წარმომადგენლებს გააცნეს. ღონისძიებაში მონაწილე სტარტაპების სია ბიზნესის და ტექნოლოგიების არაერთ სფეროს და სექტორს მოიცავს, მათ შორის: საგანმანათლებლო, კერძო საბანკო, საკომუნიკაციო, დასაქმების პლატფორმებს, ხელოვნურ ინტელექტს და ა.შ.

„ვხედავთ, რომ საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემა დინამიურად ვითარდება, რასაც ხელს უწყობს სახელმწიფო პოლიტიკაც, მათ შორის საგრანტო დახმარებები. თუმცა, გასულ წელს კიდევ უფრო დიდი ნაბიჯები გადავდგით, შემოვიყვანეთ გლობალური აქსელერატორი. აქსელერაციის პროგრამაში არამხოლოდ ქართული სტარტაპები მონაწილეობენ, არამედ რეგიონიდან გვყავს ისეთი საინტერესო კომპანიები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან წარმატებულები იქნებიან. ასევე ჩვენ შევქმენით პირველი ვენჩურული ფონდი, სადაც სახელმწიფოც არის თანადამფუძნებელი „საქართველოს ბანკთან და აქსელერატორთან ერთად - ეს არის გამოცდილი კომპანია „სილიკონ ველიდან“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო ინოვაციების განვითარების ხელშეწყობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები