22.ნოემბერი .2019 10:40

“თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ შეუძლია კრიტიკის მოსმენა, მაშინ ეს მისი ადგილი არაა”

views 480
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას განაცხადა, რომ “თუ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს კრიტიკის მოსმენა არ შეუძლია, მაშინ ეს მისი ადგილი არაა”. გვენეტაძის თქმით, დღეს მსოფლიოში საკმაოდ გახშირდა შემთხვევები, როდესაც მთავრობები ან პრეზიდენტები ცენტრალურ ბანკებს აკრიტიკებენ, რის მაგალითადაც გვენეტაძე დონალდ ტრამპის მიერ FED-ის პრეზიდენტის, ჯერომ პაუელის კრიტიკას ასახელებს.

“ზოგადად, დღეს ძალიან პოპულარულია ცენტრალური ბანკების კრიტიკა და ძალიან ბევრ ქვეყანაში გვაქვს ამის მაგალითი. მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტი ტრამპი აკრიტიკებს ფედერალური სარეზერვო სისტემის პრეზიდენტს, საკმაოდ ხშირად ჩვენ მეზობელ ქვეყანაშიც [თურქეთში] გვქონია მსგავსი შემთხვევები გასულ წელს. მახსოვს, ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე ვესაუბრებოდი ჩემს ჩეხ კოლეგას და სხვათა შორის ჩეხეთის ცენტრალური ბანკი არის ერთ-ერთი მოწინავე ინფლაციის თარგეთირებაში და ძალიან ბევრი ინოვაციებით გამოირჩევა. რაღაც პერიოდის შემდეგ მან მკითხა, რომ “ძალიან ბევრ კითხვას მისვამთ და არის კრიტიკა თქვენ მიმართ?” რაზეც ვუპასუხე, “დიახ კრიტიკა არის”, იცით, როგორი რამ მითხრა? - თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ სურს ან არ შეუძლია კრიტიკის მოსმენა ამ შემთხვევაში ეს არ არის მისი ადგილი.

ამიტომ, ჩემთვის კრიტიკა არის ჩვეულებრივი ამბავი და შემიძლია ვთქვა, რომ მე მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, მე მაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ძალიან ბევრი მიმართულება, რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობს, ამიტომ ვერ დავხარჯავ ძალიან დიდ დროს, რომ ბევრი ვიფიქრო ამაზე. კრიტიკა ალბათ ყოველთვის იქნება, თუმცა ამაზე საპასუხოდ ყოველთვის იქნება ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება”- განაცხადა კობა გვენეტაძემ. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა