თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მან ჟურნალისტებთან კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" ყოფნისას თქვა,რომ ვისაც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დანაშაული მიუძღვის, ყველა პასუხს აგებს, მათ შორის თავად მერიც.
"უმძიმესია ეს ყველასთვის. გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა აგებს პასუხს, მათ შორის მეც. თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ ამის წინაშე პასუხი ვაგო", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ახლად რეაბილიტირებულ ვაკის პარკში, რომლის პროექტიც ექსპლუატაციაში მერიას უკვე მიღებული ჰქონდა, მოზარდებს დენმა დაარტყა. ერთი მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო მეორე მძიმე მდგომარეობაშია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოზარდები ვაკის პარკში თამაშობდნენ, მათ ბურთი წყალში ჩაუვარდათ და ამოსაღებად როცა ჩავიდნენ, დენმა დაარტყათ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება უკვე გააკეთა.