მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტურისტებისთვის კოვიდდაზღვევა სავალდებულო არაა, თუმცა დიდი ტემპით იყიდება” - "თიბისი დაზღვევა"

61719e458a6c5
ანუკა ჯოხაძე
21.10.21 22:30
526
გასულ წელს მთავრობამ სადაზღვევო სექტორთან ტურისტებისთვის სავალდებულო კოვიდდაზღვევის საკითხზე მსჯელობა დაიწყო. სექტორის მხრიდან შეთავაზებული იყო კონკრეტული სადაზღვევო პაკეტებიც, თუმცა როგორც დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, მთავრობამ ტურისტებისთვის სავალდებულო კოვიდდაზღვევის შემოღება გადაიფიქრა.

როგორ BM.GE-სთან "თიბისი დაზღვევის" გენერალური დირექტორი პაატა ღაძაძე აცხადებს, იყო ამ თემასთან დაკავშირებით დისკუსიები, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ კოვიდდაზღვევა სავალდებულო მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის დარჩენილიყო. მისი თქმით, აღნიშნულ პროდუქტზე, მიუხედავად იმისა, რომ ის სავალდებულო არ არის, მოთხოვნა მაინც მზარდია.

“ტურისტებისთვის კოვიდდაზღვევა სავალდებულო არ არის, თუმცა შემომავალ ტურიზმზე ძალიან კარგად მუშაობს სახელი - კოვიდდაზღვევა. ეს იმიტომ, რომ მოგზაურობის დაწყების დროიდან ტურისტები ფიქრობენ, რომ კოვიდდაზღვევა სავალდებულოა, მოსთხოვენ მათ, ამიტომ ისინი წინასწარ აკეთებენ ამ დაზღვევას, რომელიც საკმაოდ იაფი ღირს. მე ვთვლი, რომ ამ ნაწილში სავალდებულოობა არ არის საჭირო, იყო დისკუსიები ამ საკითხზე და საბოლოოდ გადაწყვეტილება გაჩერდა იმაზე, რომ კოვიდდაზღვევა სავალდებულო მხოლოდ სტუდენტებისთვის იყოს", - აცხადებს "თიბისი დაზღვევის" გენერალური დირექტორი.

პაატა ღაძაძე ფასებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ტურისტებისთვის კოვიდდაზღევა დაახლოებით 8 ლარი ღირს, ხოლო სტუდენტებისთვის მისი ღირებულება საშუალოდ 35 ლარიდან იწყება.