მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურიზმის ადმინისტრაციის მარკეტინგული აქტივობები ქობულეთსაც აქტიურად უნდა შეეხოს“

6176562c6b2aa
ლიკა გურაბანიძე
25.10.21 11:34
491
სასტუმრო „ჯორჯია პალასის“ გაყიდვების მენეჯერ ელზა ჯინჭარაძის აზრით, მნიშვნელოვანია, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, მარკეტინგული აქტივობის მიმართულებით, ქობულეთის რეგიონსაც ისეთივე ყურადღება მიაქციოს, როგორც - ბათუმს.

ამასთან, ზაფხულის ტურისტული სეზონის შეფასებისას, „ჯორჯია პალასის“ გაყიდვების მენეჯერმა თქვა, რომ სეზონი დადებითი დინამიკით ხასიათდებოდა, რაც შემოსული ჯავშნების რაოდენობაზეც აისახა.

„ზაფხულის ჯავშნების, დაახლოებით, 70% შიდა ტურიზმიდან იყო. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 94%-ს შეადგენდა. წელს 30% უცხოელ ტურისტებზე მოდიოდა, საიდანაც რუსტი ტურისტების წილი 7% იყო, მას პოლონეთი მოჰყვებოდა.

ვფიქრობ, მარკეტინგული აქტივობები, რომელსაც ტურიზმის ადმინისტრაცია მიმართავს, ქობულეთსაც აქტიურად უნდა შეეხოს. საჭიროა, შესაბამისი ვიდეორგოლები, რათა ტურიზმი წარმატებულად განვითარდეს და ბათუმის მსგავსად ქობულეთშიც ტურისტული სეზონი, თუნდაც ორი თვით გახანგრძლივდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, ტურიზმის ადმინისტრაციამ ქობულეთის რეგიონსაც ისეთივე ყურადღება მიაქციოს, როგორც - ბათუმს. აქ ბევრი რამ გასავითარებელი და ასათვისებელია, რათა სრულყოფილ ტურისტულ ზონად ვიქცეთ“, - ამბობს ელზა ჯინჭარაძე.