მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტურიზმის მარკეტინგზე საუბარი დღეს არის გაუგებარი სისულელე” - ვატო ასათაშვილი

6039d56940cc6
ანა ჯოხაძე
27.02.21 12:54
659
“ტურიზმის მარკეტინგზე საუბარი დღეს არის გაუგებარი სისულელე”-ასე აფასებს "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი 2021 წლის ტურიზმის მარკეტინგულ სტრატეგიას, რომლის შემუშავებაც მოხდა. როგორც ის ამბობს, დღეს ქვეყანაში, განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. არსებობს კონკრეტული საკითხებიც, რომელიც მთავრობის მხრიდან ხელშესახები ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს. მისივე განმარტებით, ბიზნესს სჭირდება დღეს არა რაიმე მარკეტინგული სტრატეგია, არამედ გეგმა, რომლის მიხედვითაც შეძლებენ თავიანთი ბიზნეს პროცესების დალაგებას.

“ნათია თურნავას განცხადებები ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში რეალობას მოწყვეტილია და რაღაც ალტერნატიულ რეალობაზე საუბრობს. დღეს რაიმე მარკეტინგულ სტრატეგიაზე საუბარი სრული სიგიჟეა. ქვეყნის შიგნით ბიზნესები არის გაჩერებული, მკვდარი და გაკოტრებული. ამ ბიზნესებს კი ამუშავების პერსპექტივა არ აქვთ. თურნავა გველაპარაკება რაღაც მარკეტინგზე, დღეს უკვე პარლამენტარი, ყოფილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ ბიზნესთან ყველანაირ კომუნიკაცია დალაგებულია ეს უბრალოდ არაადეკვატურია. ასე რომ რაიმე მარკეტინგზე საუბარი დღეს არის გაუგებარი სისულელე. მე ყველას ვურჩევდი მიხედონ რეალობაში არსებულ გამოწვევებს და ამ გამოწვევების მიხედვით იმოქმედონ”-ამბობს "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი.

“იმოგზაურე უსაფრთხოდ” ეს ის ძირითადი სლოგანია, რითაც პანდემიურ რეალობაში საქართველოს პოზიციონირება მოხდება. ქვეყანამ მოამზადა ტურიზმის მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც გასული წლების მარკეტინგული აქტივობისგან განსხავებული იქნება.

სტრატეგიის მიხედვით, შეირჩა კონკრეტული ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ტურისტული კომპანიები საერთაშორისო გამოფენებში როგორც ფიზიკურად, ასე ონლაინ მიიღებენ მონაწილეობას. bm.ge-ს კითხვაზე, შეზღუდული საბიუჯეტო სახსრების გათვალისწინებით რა დაგვიჯდება ტურიზმის მარკეტინგული აქტივობები, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამ დროისთვის კონკრეტულ რიცხვებაზე ვერ საუბრობენ.