მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმთან დაკავშირებული ყველა ინდუსტრია მნიშვნელოვან დანაკლისს ნახავს -„თიბისი კაპიტალი“

5f0f2a6c7d250
ნუცა ბაზლიძე
15.07.20 20:41
1154
„ყველაზე მეტად დაზარალდა ტურიზმი და ტურიზმთან დაკავშირებული სექტორები. 2020 წლის განმავლობაში ტურიზმთან დაკავშირებული ყველა ინდუსტრია მნიშვნელოვან დანაკლისს ნახავს“ - ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" მმართველმა დირექტორმა მერი ჩაჩანიძემ გადაცემა #ქალებისნარატივის ეთერში “თიბისი კაპიტალის“ კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჩაჩანიძე განმარტავს, „თიბისი კაპიტალის“ მოლოდინით, ტურისტული შემოდინებების შემცირება 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 75%-ს შეადგენს. მისივე განმარტებით, განთავსების საშუალებებში შემოდინებების ჯამური დანახარჯი 90% იყო, რესტორნებსა და საკვების ინდუსტრიაში ტურისტების დანახარჯები 20%, ხოლო გართობასა და სხვა დაკავშირებულ ინდუსტრიებში ამ მონაცემმა 40% შეადგინა.

თემაზე საუბრისას, მერი ჩაჩანიძემ აღნიშნა, რომ ოპტიმალური გამოსავალი შიდა ტურიზმის გააქტიურებაა.

„2020 წელს ერთადერთი გამოსავალი არის ადგილობრივი ტურიზმი. რაც არ უნდა ვისაუბროთ ავიამიმოსვლის აღდგენაზე, დიდი რაოდენობით ტურისტს 2020 წლის დარჩენილ პერიოდში მაინც არ ველოდებით. შემოსული ტურისტების დაახლოებით 75% 2019 წელს შემოდიოდა სახმელეთო გზით. დიდწილად დამოკიდებული ვიქნებით რეგიონის ქვეყნების ეპიდსიტუაციაზე, სადაც ჯერჯერობით არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა“, - დასძენს მერი ჩაჩანიძე.