მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა აშშ-ის მიერ გამოყოფილი დახმარების პირობებში შეზღუდვებს ვერ ხედავს

5feae6fb8f05e
ინგა მურუსიძე
29.12.20 12:17
430
საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან 2021 წლის განმავლობაში $132 მილიონი დოლარის დახმარებას მიიღებს, თუმცა, ყველა სხვა წლისგან განსხვავებით, ამ დაფინანსებას წინაპირობები აქვს, რაც ქვეყანაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეფორმების მიმდინარეობას შეეხება.

სპეციალური ანგარიშის წარდგენა კანონის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში უნდა მოხდეს და ის ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს, კორუფციასთან ბრძოლას და კანონის უზენაესობას უნდა შეეხებოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ სპეციალური ანგარიშის განმარტებითი ბარათის მიხედვით, თანხის მიღებას გარკვეული წინაპირობები აქვს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ წინაპირობები არ არსებობს:

„შეგახსენებთ, რომ იყო ბევრი სპეკულაცია, ინსინუაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის დახმარების ბიუჯეტი იქნებოდა პირობებზე დამყარებული, შეზღუდული და დღეს ეს გაქარწყლდა, როგორც თავიდან ვამბობდით. დღეს ჩვენსა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობები, იქნება ეს სტრატეგიული, სამხედრო თუ სოციალური, არის უმაღლეს ნიშნულზე. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება, ეს არის აშშ-ის სამხედრო სტრუქტურების, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება, რომელიც ძალიან ბევრ ანგარშში აისახა.

სწორედ ის ფაქტი, რომ უპირობოდ არის მიღებული კანონი და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დაგვეხმარონ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის და ნდობის დასტურია. რაც შეეხება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, სწორედ იმის გამო, რომ აშშ ხედავს, როგორი დიდი პროგრესია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების თვალსაზრისით, საარჩევნო კანონმდებლობის განვითარების თვალსაზრისით და ბევრი სხვა მიმართულებით, ამიტომ არის ჩვენი ურთიერთობა ნდობაზე დამყარებული. რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ამაზე უკვე ბევრი დასკვნა გაკეთდა საერთაშორისო ორგანიზაციების და მათ შორის აშშ-ის საელჩოს მიერ - აქ ყველაფერი ნათელია“, - განაცხადა თურნავამ.