„დღეს ჩვენი ბიზნესი, პირველ რიგში, ძალიან აქტიური ქართული ბიზნესი, იმდენად ძლიერია და იმდენად ფეხზე დგას, რომ შეუძლია, თუნდაც ჩვენს მიერ გამოცხადებულ მასშტაბურ პრივატიზაციას უპასუხოს მნიშვნელოვანი ინვესტიციებით“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მინისტრის თქმით, ეს ადასტურებს, რომ ბიზნესს, მათ შორის ბანკებს, ინვესტორებს აქვთ პოზიტიური მოლოდინი საქართველოს ხვალინდელ დღეზე. შესაბამისად, ნათია თურნავას განცხადებით, თუ ბიზნესს აქვს ასეთი მოლოდინი და სჯერა ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების, ეს აუცილებლად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაზე.
„როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან შემოდის ინვესტიცია და მათ აქვთ ინტერესი, ჩაერთონ პროცესში და განავითარონ ის მსხვილი ობიექტები, რომლებიც ჩვენ „ასი საინვესტიციო შეთავაზების“ პროექტის ფარგლებში საპრივატიზაციოდ გამოვიტანეთ. ეს ყოველთვის ასე არ იყო, რადგან ბიზნესი უნდა იყოს ხვალინდელ დღეში დარწმუნებული და ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მათ შორის პოლიტიკური ტურბოლენტობისა, ზოგიერთი უპასუხისმგებლო ძალების მხრიდან ქვეყნის არევის მცდელობისა, ქვეყანა ცხოვრობს თავისი დღის წესრიგით - ინვესტორს აინტერესებს პრივატიზება, დებს ფულს, ასაქმებს ადამიანებს და სჯერა ხვალინდელი დღის“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის