მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავას აზრით, 2021 წელი მცირე და საშუალო ენერგეტიკული პროექტებისთვის წარმატებული იყო

61c9b00743962
ინგა მურუსიძე
27.12.21 16:21
719
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მიუხედავად გამოწვევებისა, 2021 წელი მცირე და საშუალო ენერგეტიკული პროექტებისთვის წარმატებული იყო.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 40-მდე ახალი მემორანდუმი გაფორმდა კვლევაზე, შესწავლასა და მშენებლობაზე.

"მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც ენერგეტიკულ სექტორს ჰქონდა, 2021 წელი იყო საკმაოდ წარმატებული მცირე და საშუალო ზომის ენერგეტიკული პროექტებითვის. 40-მდე ახალი მემორანდუმი გაფორმდა უკვე კვლევაზე, შესწავლასა და მშენებლობაზე. 500 ათასი მეგავატი დადგმული სიმძლავრის ქართული გენერაციის ობიექტების შესწავლა დაიწყო ქართველი ინვესტორების მიერ, ესენია როგორც ჰიდრო, ისე ქარი და მზე“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განხილულ ერთ-ერთ პროექტზეც ისაუბრა, რაც ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას ეხება.

„დღესაც ერთი ასეთი პროექტი გავიტანეთ მთავრობის სხდომაზე; ეს არის ქარის 50-მეგავატიანი სიმძლავრის პრიოექტი, რომელიც დასავლეთ საქართველოში ხორციელდება. არ მოითხოვს გარანტირებული შესყიდვის ტარიფებს და მხოლოდ ახალი, რეფორმირებული მხარდაჭერის მექანიზმით ისარგებლებს. დღესდღეობით, შეგვიძლია ვისაუბროთ წინასწარ მონაცემებზე, ეს არის, დაახლოებით, 70 მლნ დოლარის ინვესტიცია", - განაცხადა ნათია თურნავამ.