მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის საელჩო 20 მარტს სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზებს განმარტავს

605865d75e93b
თელარა გელანტია
22.03.21 13:36
729
თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს 20 მარტს სამცხე-ჯავახეთის რეგიონისათვის ელექტროენერგიის შეწყვეტის მიზეზებზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„მაღალი მოხმარებისა და რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, 2021 წლის 20 მარტს 4:27 საათზე დაზიანდა თურქეთ-საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზი, რის გამოც სამცხე - ჯავახეთის რეგიონს შეექმნა დენის მიწოდების პრობლემა. ელექტროენერგიის შეწყვეტისა და აღდგენის ზუსტი დრო იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში.



ზემოთ მოყვანილი ცხრილი მოწმობს, რომ თურქეთისა და საქართველოს უწყებებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს დენის გათიშვის ფაქტზე და როგორც ყოველთვის ეფექტიანად ითანამშრომლეს კრიზისის პერიოდში.

საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი - თურქეთი, მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაცვის საკითხებში, რათა მიაღწიოს დასახულ მიზანს. განსაკუთრებით ეს ეხება იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც ემსახურება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას“, - ნათქვამია განცხადებაში.