მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტისგან $52 მლნ მიიღო

64b7960c3fe03
მარიამ ვარადაშვილი
19.07.23 11:54
448

მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველომ 756.5 მლნ კვტ.სთ მოცულობის ელექტროენერგია გაიტანა ექსპორტზე. უშუალოდ ივნისში ქვეყანამ ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის მოცულობა 350.5 მლნ კვტ.სთ-მდე გაზარდა, აქედან 253 მლნ კვტს სთ-მდე საქართველომ თურქეთში გაყიდა.

ჯამში იანვარ-ივნისში თურქეთში 606 მლნ კვტს სთ-მდე მოცულობის ელექტროენერგია არის გატანილი, ანუ ექსპორტირებული ელექტროენერგიის 80%-ზე მეტი თურქეთზე მოდის.

მიმდინარე წელს ელექტროენერგიის ექსპორტისგან ქვეყანამ ჯამში 52.3 მლნ დოლარი მიიღო, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია. მთავრობის პროგნოზით, 2023 წელს საქართველო რეკორდული მოცულობის ელექტროენერგიას გაიტანს და ექსპორტი მილიარდ კვტ.სთ-ს გადააჭარბებს.

2022 წელს საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი წლიურად 148%-ით გაზარდა და ენერგიის საერთო მოცულობამ 971 მლნ კვტ.სთ შეადგინა. ქვეყანამ ელექტროენერგიის ექსპორტისგან ჯამში 84 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ექსპორტირებული ელექტროენერგიის 89% თურქეთში, ხოლო 11% სომხეთში გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები