საქართველოს დერეფანში ელექტროენერგიის ტრანზიტი გაიზარდა. "სახელმწიფო ელექტროსისტემის" 10 თვეში საქართველოს გავლით 2.572 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგიის ტრანზიტი განხორციელდა, 2022 წლის ამავე პერიოდში ტრანზიტულად 2.14 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია იყო გატარებული.
ტრანზიტის უდიდესი მოცულობა აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანზიტზე მოდის.
აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთმა 2.23 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია მიიღო, ეს ტრანზიტის თითქმის 87% -ია.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ჯამური ტრანზიტი 3.16 მლრდ კვტ.სთ იყო.
საქართველო ტრანზიტიდან დამატებით შემოსავალს იღებს. მათ შორის, „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ტრანზიტიდან კომპანიამ 22.3 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო.