მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 2022 წელი 304 მლნ ლარის მოგებით დახურა

64b14ca0bb14a
ნინო ტაბატაძე
14.07.23 17:56
740
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ 2022 წელი 304 მლნ ლარის მოგებით დახურა.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, რომელიც KPMG GEORGIA-მ ჩაატარა, ირკვევა, რომ გასულ წელს, სახელმწიფო კომპანიის შემოსავლები 52.6 მლნ ლარით გაიზარდა და 346.17 მლნ ლარს მიაღწია.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა / შემოსავლები

2022 წელი - 346.17 მლნ ლარი
2021 წელი - 293.52 მლნ ლარი

შემოსავლების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემოსავლებმა ელექტროენერგიის ექსპორტისა და ტრანზიტიდანაც, რაც წლიურად მკვეთრად არის გაზრდილი.

შემოსავლების სტრუქტურა

ელექტროენერგიის გადაცემიდან - ₾297.26 მლნ / ( 2021 წელი - ₾254.77 მლნ)
დისპეჩერიზაციიდან - ₾0 / ( 2021 წელი - ₾19.7 მლნ)
ექსპორტი - ₾25.87 მლნ / (2021 წელი - ₾8.6 მლნ)
ტრანზიტი - ₾22.38 მლნ / (2021 წელი ₾8.12 მლნ)

რაც შეეხება წმინდა მოგებას - 2022 წელს ელექტროსისტემის წმინდა მოგება 69.5 მლნ ლარით (29.6%) გაიზარდა და 304.22 მლნ ლარი შეადგინა. გასულ წელს საკურსო სხვაობით მიღებული შემოსავალი 167.5 მლნ ლარზე მეტი იყო.

"სახელმწიფო ელექტროსისტემა" 2022 წლის მდგომარეობით 1.7 მლრდ ლარის აქტივებს ფლობს.

ელექტროსისტემა  ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ერთადერთი ოპერატორია. კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 4 357 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 93 ქვესადგურს. კომპანია ასევე, მართავს მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ ყველა ელექტროგადამცემ ხაზს. სსე უზრუნველყოფს ელექტროენერგიის გადაცემასა და დისპეტჩერიზაციას. ელექტროენერგიის გადაცემა ხდება ჰიდრო, თბო და ქარის ელექტროსადგურებიდან ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებამდე და პირდაპირ მომხმარებლებამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები