მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ელექტროენერგიის ტრანზიტი გაიზარდა

ელექტროენერგია თბილისი

მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოდან ელექტროენერგიის ტრანზიტმა 1 529.8 მლნ კვტ.სთ შეადგინა. 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტის მოცულობა 1 190,58 მლნ კვტ.სთ იყო. 194,47 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის ტრანზიტი განხორციელდა რუსეთიდან თურქეთში, ხოლო სომხეთიდან თურქეთში 144,7 მლნ კვტ.სთ. გასული წლის შესაბამის პერიოდში საქართველოს გავლით მეზობელ სახელმწიფოებს 1041.0 კვტ.სთ მიეწოდათ, ანუ 85%-ით ნაკლები 2023 წლის 7 თვესთან შედარებით.

რაც შეეხება ექსპორტს, იანვარ-ივლისში ჯამში 1 140.7 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგია გაყიდა ქვეყანამ. საქართველოდან თურქეთში 975,91 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგიაა ექსპორტირებული, რაც მთლიანი ექსპორტის 85%-ს შეადგენს.  

ტრანზიტის ზრდას თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის მაღალ ფასს უკავშირებს Galt & taggart-ის ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი.

"ფასის გამო ყველას მხრიდან დიდი ინტერესია თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი მოხდეს. თურქეთში ფასი კვტ.სთ-ზე 7-8 ცენტს შეადგენს, ხოლო კონკრეტულ საათებში შესაძლოა მეტიც იყოს. ეს თანხა ყველას ინტერესს აღვიძებს მით უფრო რუსეთიდან და თურქეთიდან, სადაც შედარებით უფრო იაფია ელექტროენერგიის წარმოება. თურქეთის ბაზარზე მოთხოვნა მეტიც არის, უბრალოდ ჩვენს გადამცემ ხაზს შეზღუდული შესაძლებლობა აქვს",- ამბობს ჩახვაშვილი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები