მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ შემცირდა I კვარტალში ელექტროენერგიის გამომუშავება - Galt&Taggart-ის შეფასება

ელექტროენერგია

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირდა. წელს სამ თვეში გენერაციის ობიექტებმა ჯამურად 2.8 მლრდ კილოვატსაათის ელექტროენერგია აწარმოეს, რაც წლიურად 15.6%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

წლის პირველ სამ თვეში ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობამ 1.8 მლრდ კილოვატსაათი შეადგინა, რაც ჯამურად 15%-იანი კლებაა. 965 მლნ კვტ.საათამდე 17%-ით იყო თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია შემცირებული.

როგორც Galt & Taggart-ში აცხადებენ, წლის პირველ სამ თვეში ელექროენერგიის გამომუშავების კლება ორი ფაქტორით აიხსნება. როგორც BMG-ის ორგანიზაციის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა განუცხადა, გამომუშავების შემცირება ერთი მხრივ, შედარებით არახელსაყრელი ჰიდროლოგიითაა განპირობებული, ხოლო მეორე მხრივ, იმ გარემოებით, რომ თბოსადგურების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიასთან შედარებით იმპორტის ფასები უფრო კონკურენტული იყო.

„გენერაციის მიმართულებით კლება გვაქვს როგორც ჰიდრო სადგურებში, ასევე თბოსადგურებში, აქ მნიშვნელოვანია ის, რომ შარშან გამონაკლისი წელი იყო, გამორჩეულად კარგი წელი ჰესებისთვის ჰიდროლოგიურად და იმასთან შედარებით კლება არის. თუმცა თუკი ორი წლის მაჩვენებელს შევადარებთ, აქ ზრდის ტემპი გვაქვს ჰესების მიერ გამომუშავებული გენერაციის მიმართულებით.

თბოსადგურების გენერაციაც შემცირებულია, თუმცა თბოსადგურსა და იმპორტს შორის გადაწყვეტილების მიღება ტარიფით ხდება ხოლმე. რუსეთიდან იმპორტის სრული ნაწილი აფხაზეთს ხმარდება. დანარჩენი რაცაა, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ელექტოენერგიის იმპორტი საშუალოდ კილოვატსაათი 6 ცენტრად შემოდიოდა კომერციული მიზნებისთვის. ძველი თბოსადგურების ტარიფი კი 6 ცენტზე მეტი გამოდიოდა. ანუ ფასის მიხედვით მოხდა გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა მარიამ ჩახვაშვილმა.

ცნობისთვის, იანვარ-მარტში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი გაიზარდა. წელს სამ თვეში რუსეთიდან ჯამში საქართველომ 580 მლნ კვტ.სთ დენი იყიდა. პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან 329 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, სომხეთიდან კი 65 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის დენი ვიყიდეთ.

საერთო ჯამში, იანვარ-მარტში ქვეყანამ 974 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტში ქვეყანამ 24 მლნ დოლარი გადაიხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები