მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 24% თბოსადგურებზე მოდიოდა, მოხმარება კვლავ შემცირდა - თიბისი კაპიტალი

ელექტროენერგია

აგვისტოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 24% თბოსადგურებზე მოდიოდა.

"თიბისი კაპიტალის" მონაცემებით, ზაფხულის ბოლო თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და 1,315 გვტ. სთ შეადგინა.

ელექტროენერგიის გამომუშავება წყაროების მიხედვით

  • ჰიდრო: 987 გვტ. სთ (+4.7% წ/წ)
  • თბოგენერაცია: 316 გვტ. სთ (-0.2% წ/წ)
  • ქარი: 10.0 გვტ. სთ (+23.9% წ/წ)
  • მზე: 2.1 გვტ. სთ

წყარო: თიბისი კაპიტალი

რაც შეეხება მოხმარებას - აგვისტოში საქართველომ 1,265 გვტ. საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 3.6%-ით ჩამორჩება 2025 წლის მაჩვენებელს.

კლება იყო როგორც საცალო (-3.3%) და მსხვილი მომხმარებლების (-4.5%), ისე აფხაზეთის ნაწილში (-3.1%)

2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში კი, საქართველოში ჯამურად გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 1.1%-ით შემცირდა, მაშინ როდესაც, 2026 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 2.8%-ითაა გაზრდილი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები