მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში  საბალანსო ელექტროენერგიის  ფასი 27%-ით შემცირდა - რა ტენდენციები იყო ბაზარზე?

ელექტროენერგია

ივლისში, საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება მცირედით, 0.6%-ით გაიზარდა და 1,390 გვტ. საათი შეადგინა.

"თიბისი კაპიტალის" მონაცემებით, გასული წლის ივლისთან შედარებით, მკვეთრად შეიცვალა გენერაციის წყაროები.

გამომუშავება გენერაციის წყაროების მიხედვით:

  • ჰიდროელექტროსადგურები 371 გვტ. სთ + 3.9%
  • ქარის სადგურები 11 გვტ.სთ + 81 %
  • თბოსადგურები - 5.9 გვტ.სთ (-89.4%)
  • მზის სადგურები - 2 გვტ.სთ

თითქმის 2%-იანი კლებაა მთლიანობაში 7 თვეში ელექტროენერგიის წარმოების კუთხითაც.

„თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, ივლისში შემცირებული იყო ელექტროენერგიის მოხმარებაც - წლიურ ჭრილში 4.1%-ით, 1,238 გვტ. საათამდეა. კლებაა როგორც საცალო მოხმარებისა და აფხაზეთის, ასევე პირდაპირი მომხმარებლების კუთხით.

ამ ფონზე დაიკლო საბალანსო ელექტროენერგიის ფასმაც. „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშის მიხედვით, ივლისში საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე 1 კვტ.საათი ელექტროენერგიის ღირებულებამ 4.27 ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 27.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

ივლისში თვიურ ჭრილში ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარზე ფასები 19.9%-ით შემცირდა. ამასთან, 2.6%-იანი კლებაა 7 თვეში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო ფასის კუთხით. საშუალო შეწონილი ფასი 1 კილოვატ საათზე 5.63 ცენტი იყო.

აღსანიშნავია, რომ ივლისიდან განახლდა თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი. ექსპორტის ჯამური მოცულობა 116 გვტ.სთ იყო, რომლის 90% -ის მიწოდება თურქეთისთვის მოხდა. საშუალო საექსპორტო ფასი 1 კვტ.სთ-ზე 4.61 ცენტი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები