მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის ელექტროენერგია გაყიდა საქართველომ?

649682249c01a
მარიამ ვარადაშვილი
24.06.23 11:23
1129
მიმდინარე წელს საქართველომ 416 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგია გაიტანა ესქსპორტზე.

სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გამოქვეყნებული ბალანსიდან ირკვევა, რომ ქვეყანამ ექსპორტი სხვა წლებისგან განსხვავებით, აპრილშივე დაიწყო. აქედან მხოლოდ 61,27 მლნ კვტსთ. მოდის სომხეთზე, დანარჩენი ელექტროენერგია ქვეყანამ თურქეთში გაყიდა.

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველომ ექსპორტზე ჯამში 30 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაიტანა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 26%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ყველაზე დიდი მოცულობის ენერგია მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში მეზობელ თურქეთში გავიდა, სადაც ექსპორტის მოცულობამ თითქმის 27 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. სომხეთში კი საქართველომ დაახლოებით 3 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაიყიდა.

ელექტროენერგიის ექსპორტი / იანვარ- მაისი:

2019 წელი - 134.5 მლნ კვტ.სთ / 4.02 მლნ დოლარი / 1 კვტ.სთ-ს საშ. ფასი 0.029 ცენტი;

2020 წელი - 72.29 მლნ კვტ.სთ / 2.78 მლნ დოლარი / 1 კვტ.სთ-ს საშ. ფასი 0.038 ცენტი;

2021 წელი 144.45 მლნ კვტ.სთ / 5.64 მლნ დოლარი/ 1 კვტ.სთ-ს საშ. ფასი 0.039 ცენტი;

2022 წელი - 272.10 მლნ კვტ.სთ/ 23.75 მლნ დოლარი/ 1 კვტ.სთ -ს საშ. ფასი 0.087 ცენტი;

2023 წელს - 415.89 მლნ კვტ.სთ/ 29.89 მლნ დოლარი / 1 კვტ.სთ -ს საშ. ფასი 0.07 ცენტი.

ჯამში 2022 წელს საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი წლიურად 148%-ით გაზარდა და ენერგიის საერთო მოცულობამ 971 მლნ კვტსთ შეადგინა. ქვეყანამ ელექტროენერგიის ექსპორტისგან ჯამში 84 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ექსპორტირებული ელექტროენერგიის 89% თურქეთში, ხოლო 11% სომხეთში გავიდა.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები