მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭო არჩევნების პირველ ოფიციალურ მონაცემებს ავრცელებს

647390ab49237
ალა ისპირიანი
28.05.23 21:33
911
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭო პირველ ოფიციალურ მონაცემებს ავრცელებს.

საბჭოს ცნობით, ბიულეტენების 55% დათვლილია და წინასწარი შედეგებით, 54%-ით მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს, ქემალ ქილიჩდაროღლუს კი 45% აქვს.

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ინფორმაციით, 26 მილიონი ხმაა დათვლილი.