მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ფასიანი მაგისტრალების ტარიფი იზრდება

5daeac678b09b
მიხეილ ხაჩიძე
22.10.19 17:17
1191

თურქეთში ფასიანი გზების ტარიფი მიმდინარე თვიდან 20%-ით გაიზარდა. როგორც ადგილობრივი მედია თურქეთის გზების დეპარტამენტზე დაყრდნობით  იუწყება, ღირებულება მარშრუტის მანძილითა და ავტომობილის მოდელით განისაზღვრება; ახალი ტარიფი საშუალოდ, 3-დან 30 ლირამდე იქნება.

აღსანიშნავია, რომ ბოსფორის სრუტეზე, სამგზავრო ხიდზე დამატებით, ცალკე გადასახადი იმოქმედებს.

ყოველწლიურად თურქეთში ფასიანი გზებით, სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით, 2 მილიარდი ლირით ივსება.

ამასთან, როგორც უცხოური მედია წერს, თურქეთში ინფლაცია, რომელიც 9%-ს აღწევს, სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის, რადგან მათი ხელფასების დონე არ იცვლება.