მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ხანძრის გამო ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა

61065033d52b3
თათია კაკიაშვილი
01.08.21 11:41
1225
სამხრეთ-დასავლეთ თურქეთის სანაპიროებიდან, სადაც ხანძარი სასტუმროებსა და სახლებს საფრთხეს უქმნის, ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ცნობით, დამსვენებლების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა თურქეთის სანაპირო დაცვის ხომალდებმა უზრუნველყვეს. არსებული ინფორმაციით, ბოდრუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს სრული ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძარს, რომელიც თურქეთში ოთხშაბათიდან მძვინვარებს, ამ დრომდე 6 ადამიანი ემსხვერპლა. გუშინდელი მონაცემებით, დაღუპულების რიცხვმა კიდევ 2-ით მოიმატა. ისინი იმ ათასობით ადამიანს შორის იყვნენ, რომლებიც თურქეთის მთავარ ტურისტულ რეგიონში, ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის სანაპიროებზე ისვენებდნენ.

თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ხანძრის კერების ნაწილი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, ხანძრის ქრობის პროცესებში ჩართულია რამდენიმე თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან, ირანიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან.