მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუთუნისა და უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

60f9187dd7015
ინგა მურუსიძე
22.07.21 11:06
600
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა, მარტვილში, რუსთავსა და თბილისში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 2,5 კგ თუთუნისა და 501 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 4 ფაქტი გამოავლინეს.

როგორც bm.ge-ს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი, ხოლო აღნიშნულ ფაქტებზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.