„თხილმა საქართველოს 1 მლრდ ლარის შემოსავალი უნდა მოუტანოს“, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ განუცხადა. სამიზნე პერიოდი 2030 წელია.
გელა ხანიშვილის თქმით, თხილი ძალიან რენტაბელურია და აქვს პოტენციალი, რომ ერთ-ერთი ძირითადი საექსპორტო პროდუქცია გახდეს.
#რედაქტ2-ის წამყვანმა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კითხვა თხილის სუბსიდირების პროგრამის მიზნობრიობასა და ხანგრძლივობაზეც დაუსვა: „სუბსიდირების პროგრამა ნამდვილად 1-წლიანი თუ - არა“?
მინისტრის მოადგილე ამბობს, „ერთი წლის შემდეგ სუბსიდირების პროგრამა არ უნდა იყოს“. თავად პროგრამის საჭიროება კი, გელა ხანიშვილმა ცუდი ამინდების გამო შედარებით დაბალი ხარისხის მოსავლით და ასევე, მსოფლიოში მიმდინარე კრიზისიდან გამომდინარე თხილზე შემცირებული ფასით ახსნა.
„ნამდვილად არ შევსვამთ თხილს სუბსიდიაზე... ეს არის ერთწლიანი პროგრამა, რომ ის ჩავარდნა, რაც მიმდინარე წელსაა, შევუმსუბუქოთ ფერმერს.
ადრეც განვაცხადე და ახლაც ვიტყვი, ის აგრესია, რომელსაც რუსეთი ეწევა უკრაინაში, რუსეთის საკმაოდ სერიოზული მარცხით დასრულდება და ამაში დარწმუნებული ვარ, უბრალოდ, სურვილი მაქვს, ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდეს. ამ პროცესის დასრულება კი ევროპულ ბაზარს გამოიყვანს რეცესიიდან. თხილი არის ევროკავშირის პროდუქტი, სადაც ეკონომიკური გამოწვევების გამო, მოხმარება შემცირდა, ეს კი აისახა ფასზე. ახლა საექსპორტო ფასი 4 დოლარია. გასულ წელს 5-6 ევროს ფარგლებში იყო.
მართალია, მარკეტინგული წლის განმავლობაში, უკვე ექსპორტირებულია 13 000 ტონაზე მეტი თხილი, მაგრამ ეს არაა ის მაჩვენებელი, რაც უნდა იყოს. ჩვენი ამოცანაა, ₾1-მილიარდიანი ზღვარის მიღწევა. თხილმა საქართველოში უნდა შემოიტანოს 1 მლრდ ლარის შემოსავალი, დაახლოებით, 2030 წლისთვის - ასე გვაქვს ნავარაუდევი. გასულ მარკეტინგულ წელს ეს რიცხვი 120 მლნ დოლარი იყო, რაც 400 მილიონ ლარამდეა“, - თქვა გელა ხანიშვილმა.
ცნობისთვის: საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დოკუმენტის - „ხედვა 2030“-ის თანახმად, 2030 წლისთვის აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულება 3 მილიარდ დოლარს უნდა მიაღწიოს.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი