მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქამდე პროდუქციის 50% გაგვქონდა ექსპორტზე, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ მაჩვენებელი იზრდება - "კულა"

ივანე გოგლიძე

აქამდე დამზადებული პროდუქციის 50% გაგვქონდა ექსპორტზე, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ მაჩვენებელი იზრდება, - ამის შესახებ „კულას“ დამფუძნებელმა ივანე გოგლიძემ  BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა.

საექსპორტო ქვეყნებზე საუბრისას გოგლიძემ თქვა, რომ „კულა“ ძალიან ბევრ ქვეყანაში იყიდება, მათ შორის 2022-2023 წლებში დაემატა ყატარი, ალბანეთი, რუმინეთი, მოლდოვა.

„ექსპორტზე გადის წვენები, მურაბები, ჩირები, თითქმის ყველა პროდუქცია, გარდა იმისა, რაზეც საქართველოშიც კი დეფიციტია, მაგალითად ტომატი. ექსპორტი დაახლოებით 50/50-ზე იყო აქამდე, მაგრამ რასაც ვუყურებთ, ექსპორტი ჯობნის.  რამდენიმე ფაქტს უკავშირდება ეს ყველაფერი, ჩვენი მომხმარებელი არის ისეთი ქვეყნების მოსახლეობა, რომლებმაც იციან, რა არის ტყემალი, მოსახლეობა, რომლებმაც იცის აჯიკა. ასევე, როგორც სტატისტიკა გვაჩვენებს, გაიზარდა მოთხოვნა ყველგან. ჩვენი პროდუქცია ნატურალურია, არ ვამატებთ არანაირ საღებავებს, არანაირ კონსერვანტებს’, - განაცხადა გოგლიძემ.

კითხვაზე, სჭირდება თუ არა ხელშეწყობა ქართულ პროდუქტს სხვა ქვეყნებში დასამკვიდრებლად სახელმწიფოს მხრიდან, „კულას“ დამფუძნებელი პასუხობს: „პირველ რიგში გეტყვით, რომ საქართველოს ყველა საელჩოს ჰყავს ეკონომიკური ატაშე, რომლებიც გვეხმარებიან, რჩევებს გვაძლევენ. რომელი ქსელი უფრო ძლიერია, გვიგზავნიან ინფორმაციებს, დისტრიბუტორების, გამოფენების შესახებ. შენს საქმეს არავინ გააკეთებს, მაგრამ პირველი ეტაპის სამუშაოებში გვეხმარებიან. ექსპორტზე ყველაზე მეტი წვენი გადის, დანარჩენი თანაბრად“. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები